იაპონია უკრაინაში იაპონელი ინვესტორების მხარდასაჭერად, 1,25 მილიარდ ევროს (1,34 მილიარდი აშშ დოლარი)გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 19 თებერვალს განაცხადა.
იაპონია-უკრაინის კონფერენციას, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და რეკონსტრუქციის ხელშეწყობას ეძღვნება, ტოკიოში იმართება.
შეხვედრას ესწრებოდა უკრაინის დელეგაცია შგიჰალის ხელმძღვანელობით. კონფერენცია, რომელიც დაახლოებით 300 ადამიანს და 80 კომპანიას აერთიანებს, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს დიალოგს ორივე ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნეს სექტორებს შორის.
სარეკონსტრუქციო კონფერენციის ფარგლებში უკრაინელმა და იაპონელმა ბიზნესმა და მთავრობის წარმომადგენლებმა 56 ხელშეკრულება და მემორანდუმი გააფორმეს. შმიგალმა ასევე გამართა მაღალი დონის შეხვედრები იაპონიის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოკო კამიკავასთან და იაპონიის ფინანსთა მინისტრთან შუნიჩი სუზუკისთან.