კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ კანადა გაზაფხულისთვის უკრაინაში ასობით თანამედროვე საბრძოლო დრონს გააგზავნის.
მისი თქმით, ქვეყანა უკრაინისთვის 800-ზე მეტი SkyRanger R70 ტიპის დრონის გადასაცემად 95 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.
ბლერის განმარტებით, კანადური წარმოების ეს დრონები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში დრონების ამ კლასში.
„მათ შეუძლიათ 3.5 კგ-მდე წონის სხვადასხვა ტვირთის, მათ შორის საბრძოლო მასალის, გადაზიდვა. ეს დრონები დაეხმარება უკრაინელებს ფრონტის ხაზზე სწრაფად, ზუსტად და ეფექტურად ამოიცნონ სამიზნეები. ველით, რომ პირველ სისტემებს უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამ გაზაფხულზე მიიღებენ. ისინი ჩქარობენ – და ჩვენც," - განაცხადა კანადელმა მინისტრმა.
როგორც ბილ ბლერმა აღნიშნა, დრონის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე მოიცავს სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას.