ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან საჩუქრად რუსული წარმოების ავტომობილი მიიღო, - ამის შესახებ იუწყება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო KCNA იუწყება
„ამხანაგ კიმ ჩენ ინს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მიერ წარმოებული პერსონალური ავტომობილი გადაეცა“, - იუწყება სააგენტო.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დის, კიმ იო ჯონგის თქმით, ეს საჩუქარი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დამყარებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობების აშკარა მტკიცებულებაა.