შვედეთი უკრაინას $682 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა განაცხადა, რომ სტოქჰოლმი უკრაიანას უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტს მიაწვდის.
უახლესი ტრანში ასევე მოიცავს 10 ერთეულ CB 90-ის ტიპის საბრძოლო კატარღას და წყალქვეშა იარაღს. უკრაინა ასევე მიიღებს 2 მილიარდი შვედური კრონის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას (192 მილიონი აშშ დოლარი), RBS 70 ადამიანის პორტატულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს (MANPADS), ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ყუმბარმტყორცნებს, ხელყუმბარებს და სამედიცინო მარაგს.
შვედეთის ეს დახმარების პაკეტი უკრაინისთვის ზედიზედ მე-15 იქნება. ამით 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინაში შვედეთის სამხედრო დახმარების ჯამური ღირებულება 2,88 მილიარდამდე გაიზარდა.