უკრაინამ და იაპონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ, რომელიც გადაუდებელი აღდგენის პროგრამის მე-3 ფაზისთვის არის გათვალისწინებული.
ამის შესახებ თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო იუწყება.
„გადაუდებელი აღდგენის პროგრამა (ფაზა 3) 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტითდაფინანსდება. თანხები გამოიყოფა სწრაფი აღდგენის პროექტებზე, როგორიცაა, ენერგეტიკული მომსახურება, ტრანსპორტი და ჰუმანიტარული განაღმვის აღჭურვილობა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.