ფინეთი იმედოვნებს, რომ გააძლიერებს სამოქალაქო ინტერესს ეროვნული თავდაცვის მიმართ, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეების ფონზე. ფინეთმა გამოაცხადა, რომ გახსნის 300 სპეციალიზებულ პოლიგონს, სადაც შაშხანის ტიპის და ტაქტიკური იარაღის სასროლეთები ღია ცის ქვეშ განთავსდება.
ფინეთის თავდაცვის კომიტეტის წევრის თქმით, ეს ნაბიჯი ფინელებს დაეხმარება, გააუმჯობესონ სროლის უნარები რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხის პირობებში. ფინეთის კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კაცმა 18-დან 60 წლამდე უნდა დაასრულოს სავალდებულო ეროვნული თავდაცვის სამსახური.
უახლოეს წლებში ფინეთში სასროლეთების რაოდენობა 1000-მდე გაიზრდება.