საპატრიარქო: ილია მეორესა და მღვდელმთავრებს შორის შეხვედრაზე განიხილეს კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქისა და მღვდელმთავრების შეხვედრა გაიმართა, სადაც კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები განიხილეს.


ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის.

„20 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შეხვედრა მღვდელმთავრებთან. განხილულ იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა, მომხმარებლის ასაკის შემცირების, კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები, ოჯახის მხარდაჭერის საკითხები და სხვა. გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა შეხვედრის მონაწილენი და სრულიად საქართველო,“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.