ბორელი: ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს, ევროკავშირის კაი ღიაა, შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით

ევროკავშირი უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

ბორელის თქმით, საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს.

„როგორც ევროკომისარმა ბრძანა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარი ღიაა, თქვენ უნდა შეხვიდეთ კარში და ღია კარში შესვლას რა ჰქვია, ყველამ იცის. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. რეფორმები უნდა განხორციელდეს და მეტი რა უნდა ვთქვათ. ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს. კატას ნუ ვეძებთ სადღაც ბნელ ოთახში. ღიაა კარი. შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით,“ – განაცხადა ბორელმა.