საქართველო შუა დერეფნის შესახებ რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლებს

27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდება, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.


მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად.