სუმის ოლქში რუსეთის თავდასხმას ხუთსულიანი ოჯახი ემსხვერპლა - უკრაინა

უკრაინაში, სუმის ოლქის სოფელ სლობოდაში რუსეთის ძალებმა საცხოვრებელი სახლი დაბომბეს - შედეგად ხუთსულიანი ოჯახი დაიღუპა. ინფორმაციას საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

„სუმის რეგიონში 5-სულიანი ოჯახი საკუთარ სახლში მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა - პროკურორები შედეგებს ადასტურებენ. სუმის საოლქო პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე, წინასწარ მკვლელობასთან ერთად (უკრაინის სკ. II ს. 438).


გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 5:30 საათზე, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული ომის მეთოდების გამოყენებით, ოკუპანტები, წინასწარი მონაცემებით, თავს დაესხნენ სოფლის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. თლიანად განადგურდა კერძო სახლი, რომელშიც 5-სულიანი ოჯახი იყო - 91 წლის ბებია, 69 და 61 წლის ქალები, 38 და 39 წლის ძმები. ყველა მათგანი დაიღუპა. პროკურორები, რომლებიც სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობენ, თავდასხმის შედეგებს აფიქსირებენ", - წერია პროკურატურის განცხადებაში.