ირაკლი კობახიძე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი აცხადებს, რომ მან დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ გზამკვლევი გადასცა.

 „საქართველოს პროგრესი სამოქალაქო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შთამბეჭდავია. დღეს მე გადავეცი გზამკვლევი ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში გაწევრიანებისკენ პრემიერ ირაკლი კობახიძეს. პირველი ნაბიჯი ევროპის კატასტროფების მართვის შემდგომი გაძლიერებისკენ,“ - აღნიშნავს ევროკომისარი.

ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.