სამხრეთ კორეის მთავრობამ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების 10 მანქანა გადასცა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.
„კორეის მთავრობისგან მივიღეთ კიდევ 10 სასწრაფო დახმარების მანქანა. მთლიანობაში კორეა გეგმავს 100 მანქანის გამოგზავნას. გასული წლის დეკემბერში უკვე მივიღეთ 30 სასწრაფო დახმარება. კიდევ ერთი პარტია, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტში ჩამოვა," - წერს ლიაშკო.
მინისტრის თქმით, თითქმის ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა სასწრაფოს 103 მანქანა დააზიანეს, გაანადგურეს 258 და კიდევ 125 მიიიტაცეს. როგორც ცნობილია, 2024 წლის თებერვლის დასაწყისში უწყებრივი ჯანდაცვის დაწესებულებებმა მიიღეს სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით შეიძინეს.