რიო-დე-ჟანეიროში 21-22 თებერვალს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. მის დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინისთვის განუზომელი ტანჯვის მიყენებას და პირდაპირი მნიშვნელობით, უკრაინელების თავებზე იარაღი აქვს მიბჯენილი.
გერმანელი მინისტრის თქმით, გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.
„თუ მას ეგონა, რომ მსოფლიო რაღაც მომენტში, ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე და მის მკვეთრ გლობალურ შედეგებზე, ცდებოდა. ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს გაერო-ს ფუნდამენტურ პრინციპებზე და გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება და სანამ მისი ხალხი კვლავ შეძლებს მშვიდობიანად და თავისუფლებაში ცხოვრებას,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.