ლუკაშენკომ სამართალდამცველებს ქუჩებში იარაღით პატრულირება დაავალა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამართალდამცავ ორგანოებს პატრულირების ორგანიზებისკენ მოუწოდა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ამისთვის სამართალმდაცველებმა ცირე ზომის იარაღი მაინც უნდა გამოიყენონ. 

„ადამიანებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ სახლში, სამსახურში, ქუჩაში, დღის ნებისმიერ დროს,“ - აღნიშნა ლუკაშენკომ.


მისი განცხადენით, ვიდრე ბელორუსში დანაშაულის მაჩვენებელი იკლებს, ქვეყანა "ექსტრემისტული ხასიათის" დანაშაულის საფრთხის წინაშეა.

„დღეს ეს არის კანონისა და წესრიგის დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი – ავაზაკების ქმედებების აღკვეთა. ვაფრთხილებ შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურს, სპეცსამსახურებს, ყველას, პროკურატურას - ნებისმიერს: ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ეს, ჩვენი პატრულის ბიჭები უნდა იყვნენ ქუჩაში... პატრული უნდა იყოს შეიარაღებული სულ მცირე პისტოლეტით,“ განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.


ლუკაშენკომ მხარი დაუჭირა რუსეთის შეჭრას უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, ნება დართო მოსკოვს, გამოიყენოს თავისი ტერიტორია ომის დასაწყებად. ის გასულ წელს დათანხმდა რუსეთის დასავლეთ საზღვარზე, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ რამდენიმე "დივერსანტი", მათ შორის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეები, ორი ქვეყნის საზღვარზე, "კონტრტერორისტული ოპერაციის" დროს დააკავეს.