Reuters: ირანმა რუსეთს ასობით ბალისტიკური რაკეტა გადასცა

Reuters-ი ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანმა რუს ოკუპანტებს 400-მდე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა.

Reuters-ის ორმა ამერიკულმა და უკრაინულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ რუსი სამხედროების მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ფაქტები ჯერ არ დაუფიქსირებიათ. გამოცემის სამი ირანული წყაროს ინფორმაციით, ირანმა რუსეთს დაახლოებით 400 ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა, რომელთაგან უმრავლესობა ირანულ ახლო რადიუსის “ფატეჰ-110” ბალისტიკურ რაკეტებს განეკუთვნება.


„რაკეტების გადაზიდვა დაიწყო 2024 წლის იანვრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც შეთანხმება გასული წლის ბოლოს, ირანსა და რუს სამხედრო და უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს შორის თეირანსა და მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე მიაღწიეს შეთანხმებას,“ - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.


ზოგიერთი მათგანის რადიუსი 300-დან 700 კილომეტრამდე შეადგენს.

ერთი წყაროს ცნობით, რაკეტების რუსეთში გაგზავნა იანვარში დაიწყო იმ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც 2023 წლის ბოლოს გაფორმდა თეირანსა და მოსკოვში სამხედროებისა და სპეცსამსახურების შეხვედრების დონეზე. მიწოდებების ნაწილი თვითმფრინავებით ხდებოდა, ნაწილი - გემებით, კასპიის ზღვით.

„კიდევ იქნება მიწოდებები. ამის დამალვის მიზეზები არ არსებობს. იარაღის ექსპორტირების უფლება გვაქვს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც მოვისურვებთ,” - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა წყარომ.