ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების ახალი შეთანხმებების შესახებ გამოაცხადა. ამ თემაზე მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.


„ჩვენ ვამზადებთ უსაფრთხოების ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან. ძალიან არსებითს. ისინი მოიცავს თავდაცვის ახალ მხარდაჭერას ჩვენი მეომრებისთვის, ძალიან კონკრეტულ ფინანსურ გარანტიებს ჩვენი სახელმწიფოსთვის და პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც უკრაინას - ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას - უფრო დიდ შესაძლებლობებთან აახლოებს. ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე ახალ შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ უახლოეს კვირებში. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდების, რომლებიც ამზადებენ მათ, მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების,“ - განაცხადა ზელენსკიმ.