აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გიჟი SOB-ი (son of bitch) უწოდა.
მან კლიმატის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჰყავს ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი ადამიანები, რომლის გამოც ყოველთვის უნდა აღელვებდეთ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე.
„ჩვენ გვყავს გიჟი SOB-ი, როგორიცაა პუტინი და სხვები და ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენს პუტინი არაერთხელ გაუკრიტიკებია. მან რუსეთის პრეზიდენტს მკვლელი, დიქტატორი, ჯალათი და ომის დამნაშავე უწოდა.