ახალი ზელანდია უკრაინას $26 მილიონის მოცულობის დახმარების პაკეტს გადაასცემს

ახალი ზელანდიის მთავრობამ 22 თებერვალს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომლის ღირებულებაც თითქმის 26 მილიონი დოლარია. ახალი ზელანდიის დახმარება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.


თანხის დიდი ნაწილი ახალი ზელანდიის მიერ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამის 2025 წლამდე გახანგრძლივებას მოხმარდება.

ახალი ზელანდია 6,5 მილიონ დოლარს გაუგზავნის გაერთიანებული სამეფოს მიერ ადმინისტრირებულ ფონდს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად.