საფრანგეთი სომხეთში თავდაცვითი იარაღის პარტიას 22 თებერვალს გაგზავნის. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იტყობინება.
იარაღის მიწოდებაში შედის ფრანგული წარმოების Ground Maste-ის სამი რადარი (GM 200), რომელიც საშუალებას იძლევა აღმოაჩინოს მტრის თვითმფრინავი 250 კილომეტრის მანძილზე, ასევე ღამის ხედვის მოწყობილობები და ბინოკლები.
ამასთან, მხარეებს შორის ხელმოწერილი თავდაცვის თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, საფრანგეთის არმია წელს სომეხი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამთო საბრძოლო მომზადების კურსს ჩაატარებს.
სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს ხელი 2023 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის საფრანგეთში ვიზიტის დროს მოაწერეს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ რადიო RTL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მალე სომხეთს ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ 21 თებერვალს პრეზიდენტმა მაკრონმა სომხეთის პრემიერს უმასპინძლა.