პაპუაშვილი ოპოზიციას: თუკი ხელისუფლების პრორუსულობის გჯერათ, ავტომატი უნდა გეჭიროთ და ამხობდეთ მას

„ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას როცა ეძახით პრორუსს, ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა პარტია „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის კომენტარს.


პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციას ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებული ზღაპრის არ სჯერა, თუმცა ადამიანებში ყოველდღიურად აღვივებენ ზიზღს ე.წ. პრორუსულობის გამო.


„რიტორიკულად რომ შევხედოთ, ჩვენს კოლეგებს თავი მოაქვთ რუსეთი რუსეთის და პრორუსულობის ძახილით, კომიკურად რომ იქციეს უკვე თავი. როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს.


რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ? ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მართლა მაგის გჯერათ. ე.ი. არ გჯერათ, რადგან ასეთი ცივილური ურთიერთობა გვაქვს. და თუ არ გჯერათ პრორუსულობასთან დაკავშირებით ამ ზღაპრის, რა დავარქვათ ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ადამიანებში ზიზღს აღვივებთ ხელისუფლების მიმართ, მისი ე.წ. პრორუსულობის გამო,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.