აშშ რუსი ჰაკერების შესახებ ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ჯილდოს აწესებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა 10 მილიონი დოლარის ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მას ჰაკერთა ჯგუფის ლიდერების იდენტიფიცირებაში ან დადგენაში დაეხმარება. 

CNN-ის ცნობით, ეს ჯგუფი ბრალდებულია აშშ-ის პოლიციის მთავარ სამმართველოზე კიბერთავდასხმაში.

თავდასხმას პოლიციის ფაილების გაჟონვა მოჰყვა.

მანამდე, აშშ-მ განაცხადა, რომ კიბერდანაშაულში ჩართულ რუსებს სანქციები დაუწესა.