საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტზე რამდენიმე ევროპელ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს უმასპინძლებს.
Reuters-ი მაკრონის ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ეს სამუშაო შეხვედრა იქნება შესაძლებლობა, შეისწავლონ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უკრაინის მხარდასაჭერად.“
ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მაკრონს სურს, გაუგზავნოს მესიჯი მოსკოვს, რომ ევროპაში „უკრაინით დაღლილობას“ არ არსებობს.