ამერიკულმა კომპანიამ ისტორია დაწერა და გახდა პირველი კომერციული სუბიექტი, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური ხომალდი დასვა. ჰიუსტონში დაფუძნებულმა Intuitive Machines-მა თავისი რობოტი - Odysseus მთვარის სამხრეთ პოლუსთან დასვა. როგორც BBC წერს, ეს მნიშვნელოვანი მომენტია არამხოლოდ კოსმოსის კომერციული ექსპლუატაციისთვის, არამედ, ზოგადად აშშ-ის კოსმოსური პროგრამისთვის.
Intuitive Machines-მა, მთვარის ზედაპირზე შეერთებული შტატების ნახევარსაუკუნოვანი პაუზა დაარღვია.
პროგრამა „აპოლო“ (ინგლ. Apollo program), ასევე ცნობილი როგორც პროექტი „აპოლო“ (ინგლ. Project Apollo) — კოსმოსური ფრენების სერია NASA-ს მიერ (აშშ) „აპოლოს“ ტიპის კოსმოსური ხომალდის და „სატურნ V“ ტიპის რაკეტა-მატარებლებით 1961-1972 წლებში განხორციელდა.