ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორის საკითხის გადაწყვეტის გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმის თანახმად, ისრაელი ომის შემდგომ ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს დაამყარებს. ასევე, ისრაელი ითანამშრომლებს ღაზის სექტორის იმ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, რომლებსაც „ჰამასთან“ კავშირი არ აქვთ. გეგმა ისრაელს ასევე აძლევს იმის შესაძლებლობას რომ მომავალში ჩაერთოს ღაზის სექტორის სამოქალაქო საკითხებში.
პალესტინურმა მხარემ ნეთანიაჰუს გეგმა უკვე გააკრიტიკა. ნეთანიაჰუს წარდგენილი გეგმა ისრაელის სამთავრობო კაბინეტმა უნდა განიხილოს. ნეთანიაჰუ პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად აცხადებს, რომ პალესტინური სახელმწიფოს არსებობა მიუღებელია, თუ ისრაელის სახელმწიფოსთვის საფრთხეები იარსებებს.
აღსანიშნავია, რომ ამავე გეგმის მიხედვით, არავითარი რეკონსტრუქცია ღაზის სექტორში დემილიტარიზაციის გარეშე არ ჩატარდება.
დოკუმენტი მინისტრებს გადაეგზავნათ და კონსულტაციები პოლიტიკის დამტკიცებამდე სავარაუდოდ, ცვლილებებს გამოიწვევს.