საფრანგეთის ელჩის განცხადებით, პროპაგანდა საფრთხეა დემოკრატიისთვის. შერაზ გასრი მომავლ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოსთვის ტესტს უწოდებს.
„ცხადია, საქართველოს არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც ტესტს - ნამდვილად ასრულებს თუ არა საქართველო იმ 9 ნაბიჯს, რომელიც მას ევროკავშირთან მოლაპარაკების ფარგლებში აქვს. მე ვფიქრობ, რომ ე.წ. მეორე ფრონტი არის ჩვენს გონებაში და რუსეთი ცდილობს, შექმნას საზოგადოებრივი აზრი ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ, მოიგონ ომი და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის დახმარება.
ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი. არავინ ცდილობს, რომ საქართველო ომში ჩართოს, ჩვენ ვცდილობთ, შევაჩეროთ ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ერთადერთია, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ომზე. უკრაინას არ მოუხდენია რუსეთის პროვოცირება. რუსეთს აქვს იმპერიალისტური ფანტაზიები, რისი ადგილიც ევროპაში არ არის.," განუცხადა ელჩმა "მთავარ არხს".