გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ კანონს, რომლითაც კანაფის რეკრეაციული მიზნებით გამოყენება დაუშვა.
კანონის თანახმად, გერმანიაში 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იქნება ნებადართული კანაფის ფლობა, მაგრამ მის შეძენას მკაცრი წესები გაართულებს.
ნებადართულია 25 გ-მდე დოზის ფლობა. სახლებში 50 გრამის ქონა იქნება დასაშვები.
კანაფის დეკრიმინალიზაციის შესახებ გერმანიაში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები. ექიმების ჯგუფი შეშფოთებას გამოხატავდა, რომ დეკრიმინალიზაცია მოხმარების ზრდას შეუწყობდა ხელს.