უკრაინა ახალი კონტრშეტევისა და ოპერაციებისთვის ემზადება და ხაზს უსვამს, რომ თავდაცვა ამჟამად მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოცანას.
2023 წლის კონტრშეტევისა და მის ეფექტიანობაზე მოლოდინების კომენტირებისას, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენის უდიდეს მნიშვნელობას, რადგან ნებისმიერი დანაკარგი უკრაინის მთლიან ზარალს უტოლდება.
„დაცვა არის ნომერ პირველი ამოცანა. შემდეგ - გაგრძელება ჩვენი წარმატებული ისტორიისა შავ ზღვაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ახლა არ ჩავუღრმავდები დეტალებს, მაგრამ ისინი მიიღებენ სიურპრიზებს. ვგულისხმობ, რუსებს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, სამხრეთი ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთის დაცვა, სადაც მათ 200000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვამზადებთ ახალ კონტრშეტევას, ახალ ოპერაციას,“ აღნიშნა ზელენსკიმ.