უსეთში, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი ამბობს, რომ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.
„სპეცსამსახურების მიერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხანძარი დრონის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ახლა ამ ინფორმაციის და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო კადრების გადამოწმება მიმდინარეობს,“ - განაცხადა იგორ არტამონოვმა.
იგორ არტამონოვის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები არ არიან.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის შესახებ ცნობები ხშირია.