უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქცირებულთა სიაშია 55 პირი და 37 ორგანიზაცია.
ახალი სანქციები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის დროებით ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.
სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისა და ენერგეტიკის ობიექტებს, ასევე, მასმედიის წარმომადგენლებს.