ბერბოკს უკრაინაში, მიკოლაივში ყოფნისას რუსული დრონი აედევნა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ანალენა ბერბოკი სამხრეთ უკრაინის ქალაქს სტუმრობდა, როდესაც საჰაერო განგაში გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი დაფრინავდა.


ბერბოკი მიკოლაივის ოლქში წყლის გამწმენდ ნაგებობის მონახულებას აპირებდა, როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრსა და მის გუნდს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აედევნა, თუმცა, მალევე კურსი შეიცვალა და ტერიტორია დატოვა. ბერბოკი და მისი დელეგაცია ჯავშანტექნიკის დახმარებით, შემთხვევის ადგილიდან დიდი სიჩქარით გამოიყვანეს.


გავრცელებული ცნობებით, მიკოლაივის მცხოვრებლებმა ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომელიც მათ უახლოეს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებდა.


მიკოლაივი, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორის ომის ფრონტის ხაზთან ახლოს არის, ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ბერბოკი ამბობს, რომ მიკოლაივი უკრაინული წინააღმდეგობის ურღვეობის სიმბოლოა.