უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის თითოეული დანაკარგი, დიდი ტრაგედიაა.
„თითოეული ადამიანი ჩვენთვის დიდი დანაკლისია. 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ამ ომში. არა 300 ათასი ან 150 ათასი, როგორც პუტინი ავრცელებს ტყუილებს. მაგრამ თითოეული დანაკარგი ჩვენთვის დიდი ზარალია,“ აღნიშნა ზელენსკიმ.