ქემერონი: დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინამ ომი მოიგოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას ომის მოგებაში. ამერიკის ხმის შეკითხვას, გააკეთა თუ არა ევროპამ ყველაფერი უკრაინის მხარდასაჭერად, დევიდ ქემერონმა უარყოფითად უპასუხა.


„ბევრი დადებითი ცვლილებაა. მაგრამ საკმარისი გავაკეთეთ ერთად? არა. უკრაინას არ აქვს საკმარისი ჭურვები. უკრაინას სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება მეტი დაფინანსება, ისევე როგორც იარაღი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ნათქვამის ერთგული, ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გვჯერა უკრაინელების. მაშინ ეს უნდა დავამტკიცოთ იარაღით, ფულით, დიპლომატიური, სამხედრო და მორალური მხარდაჭერით,“ - აღნიშნა დევიდ ქემერონმა.

მდივნის თქმით, უკრაინას სჭირდება ყველა საჭიროებით უზრუნველყოფა, თუმცა, ომის შედეგი უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს.


„მე მჯერა, რომ ჩვენი, როგორც უკრაინის მოკავშირეებისა და მეგობრების ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მივაწოდოთ მას ფული, იარაღი და დახმარება ბრძოლაში. უკრაინის ამოცანაა, როდესაც მათ სურთ განიხილონ, როგორ დაასრულონ ეს კონფლიქტი,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.