ლონდონის მერმა რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა მოითხოვა

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული რუსების საკუთრებაში არსებული ქონების შემდგომი შეზღუდვა მოითხოვა. საბინაო მდივან მაიკლ გოუვისადმი მიწერილ წერილში ლონდონის მერი წერს, რომ მინისტრებმა „სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ“ „პუტინის ახლობლების“ ქონების გასაყიდად და შემოსავალი გაჭირვებულთა დასახმარებლად გამოიყენონ.


მერიას ვარაუდობს, რომ დედაქალაქში კრემლთან დაკავშირებული ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავლით 4000 სახლი აშენდება. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავის მხრივ, ბრიტანული რადიოსადგური LBC იუწყება, რომ სადიკ ხანმა მოუწოდა მთავრობას, ჩამოართვას ქონება კორუმპირებულ რუს ოლიგარქებს და მოახმაროს მათი თანხები 4000 სახლის აშენებას.

აქტივების გაყიდვებით, რომლებიც მერის თქმით, 1,1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, შეიძლება, მოხმარდეს საცხოვრებლის დაფინანსებას იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ლონდონში გადავიდნენ ომის დაწყების შემდეგ.