რუსეთში სამედიცინო პროდუქტებზე მოთხოვნა არტერიული წნევის გასაზომად, 2023 წელს თითქმის 30%-ით გაიზარდა. ონლაინ 2,2 მილიონი ტონომეტრი გაიყიდა, 2022 წლის 890 ათასთან შედარებით, ხოლო აფთიაქებსა და მაღაზიებში გაიყიდა 3,9 მილიონი ერთეული, წინა წლის 3,8 მილიონთან შედარებით.
საერთო ჯამში, გასულ წელს რუსებმა თითქმის 12 მილიარდი რუბლი დახარჯეს წნევის მონიტორების შესაძენად, ხოლო 2022 წელს მათმა ხარჯებმა 10,8 მილიარდი შეადგინა.
ანალიტიკური კომპანია RNC Pharma-ს მონაცემს იზვესტია ავრცელებს.
წნევის საზომ მოწყობილობებზე გაზრდილი მოთხოვნა დაკავშირებულია მოსახლეობის დაბერებასთან და რუსეთში ხანდაზმულთა მზარდ პროპორციასთან, განმარტავენ ექსპერტები.
„როსსტატის დემოგრაფიული პროგნოზის მიხედვით, სამუშაო ასაკს გადაცილებულთა პროცენტული მაჩვენებელი მოიმატებს და 2024 წელს 23.6%-დან 2046 წელს 27%-მდე გაიზრდება. მეორე მიზეზი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევების ზრდა“, - განმარტა ექსპერტმა.