ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარი საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე უსაფუძვლო და მიუღებელია. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ცალსახად, აბსოლუტურად უსაფუძვლო, მიუღებელი და უპასუხისმგებლოა, როცა საუბრობენ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის კავშირზე. ჩვენი პოლიტიკით არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი კურსის პრიორიტეტულობა, რაც დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და ევროპულ ინტეგრაციას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას საქმით აქვს დამტკიცებული და ნაჩვენები, საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით კითხვა არც ექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.