პალესტინის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შტაიემ და მისმა მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადეს.
„გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში სიტუაციის უპრეცედენტო ესკალაციისა და ღაზის სექტორში გენოციდისა და შიმშილის ფონზე,“ - აღნიშნულია მუჰამედ შტაიეს განცხადებაში.
მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს დღეს წარუდგინა.
როგორც ის აღნიშნავს, შემდეგი ეტაპი და მისი გამოწვევები ახალ სამთავრობო და პოლიტიკურ მოწყობას მოითხოვს.