ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია - ელჩი

„ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი ამ მომენტისთვის საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს.


„ჩვენ ვმუშაბთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, რომ თანხვედრის მაჩვენებელი თანდათან გაიზარდოს, რათა იმ დროისთვის, როდესაც დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დრო, მისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის იდენტური იყოს.


ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, თანხვედრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. პოზიციურია ის, რომ ეს მაჩვენებელი იზრდება, თუმცა საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ჰქოდეს იგივე პოზიცია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორიც ევროკავშირს აქვს“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით.


პიტერ სტანო, გასული წლის მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია.


ბოლოს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ აღნიშნული თანხვედრის კუთხით ზრდას ელის.

„ჩვენ აღვნიშნავთ მცირე ზრდას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ზრდას ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის კუთხით. მომავალ წლებში ამ თანხვედრაში მნიშვნელოვან ზრდას ველით,“ განაცხადა ბორელმა.