„თუ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გადაწყვეტს სომხეთში ჩამოსვლას, მაშინ უნდა მივიღოთ, რა პრობლემაა?“ ამის შესახებ 26 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა გაგიკ მელქონიანმა განაცხადა.
კითხვას, როგორ რეაგირებს რუსეთი ამ ვიზიტზე, მელქონიანმა უპასუხა: „ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ რეაგირებს რუსეთი, ეს მისი საქმეა. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გვაინტერესებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ,“ განაცხადა დეპუტატმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას სომხური ტელეარხი Factor TV წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ვიზიტის სავარაუდო დროდ მარტი სახელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი დადასტურებული არ არის.