„დამზადებულია უკრაინაში“ - ზელენსკიმ ახალი პლატფორმის შესახებ გამოაცხადა

"დამზადებულია უკრაინაში" - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ 26 თებერვალს გამოაცხადა ახალი ეკონომიკური პლატფორმის შესსახებ, რომელიც ხელს შეუწყობს მუდმივ დიალოგს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

„მოხარული ვარ, რომ დღეს გამოვაცხადო ჩვენი ახალი ეკონომიკური პლატფორმის და, შესაბამისად, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის - Made in Ukraine პოლიტიკის გაშვების შესახებ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უკვე მიაღწია პროგრესს სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზებასა და გამარტივებაში, რათა მათ შეეძლოთ წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკაში და დასძინა, რომ დროა გაჩნდეს დამატებითი ინსტრუმენტები ამ მიზნით.

„ჩვენ უნდა მოვიგოთ (ომი), ეს ჩვენი გადარჩენის საკითხია. და იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს გამარჯვებისთვის საჭირო ყველა რესურსი, შემდეგ უკრაინული საქონელი, უკრაინული მომსახურება, და უკრაინული ექსპორტი, ე.ი. უკრაინელმა მეწარმეებმაც უნდა გაიმარჯვონ,“ აღნიშნა ზელენსკიმ.


„ეს პლატფორმა უნდა გახდეს პლატფორმა სახელმწიფოსა და ჩვენს მეწარმეებს შორის მუდმივი პირდაპირი დიალოგისთვის. ყველას ინტერესები, ვინც მუშაობს უკრაინაში, რომელიც მუშაობს გამჭვირვალედ და უკრაინისთვის, ანუ იხდის გადასახადებს უკრაინაში და არ მუშაობს რუსეთში, აქ უნდა იყოს წარმოდგენილი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პლატფორმის საქმიანობაში მონაწილეობას მთავრობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი მიიღებს.