ზელენსკი: უკრაინა დაინტერესებულია ბულგარეთთან იარაღის ერთობლივი წარმოებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლაი დენკოვთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევი დაინტერესებულია სოფიათან ერთობლივი სამხედრო წარმოებით. მისი თქმით, ასეთი წარმოების წყალობით, ბულგარეთი შეძლებს ეკონომიკაში სამუშაო ადგილებიც და სახსრებიც უზრუნველყოს, ამავდროულად, უკრაინა შეძლებს დეფიციტის საჭიროებების დაფარვას.


"უკრაინა ძალიან დაინტერესებულია ერთობლივი სამხედრო წარმოებით ბულგარეთთან და სხვა ქვეყნებთანაც. პირველ რიგში იმ ქვეყნებით, რომლებსაც აქვთ დიდი პოტენციალი სამხედრო ინდუსტრიაში," - აღნიშნა ზელენსკიმ.


ანამდე კიევში დენკოვს უკრაინის პრეზიდენტმა უმასპინძლა.

„ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ომის საჭიროებებზე, არამედ, ომის შემდგომ დროზეც. ვფიქრობ, რომ ამით დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნებიც და თავდაცვის ინდუსტრიებიც," - განაცხადა ზელენსკიმ. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ორშაბათს ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.