„მოსკვიჩის“ ქარხანამ 2023 წელს ზარალი განიცადა

„მოსკვიჩის“ ქარხანამ 2023 წელს დაახლოებით 160 მილიონი რუბლი იზარალა, ხოლო წარმოება წამგებიანი დარჩება 2024 წელს, ამის შესახებ ვედომოსტთან ინტერვიუში KAMAZ PJSC-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი კოგოგინმა ისაუბა, რომელიც მოსკოვის მთავრობასთან ერთად მართავს „მოსკვიჩს“.


მან აღნიშნა, რომ ქარხანა გეგმავს მცირე ზომის მანქანების აწყობაზე გადასვლას; ეს დაზოგავს 150 000 რუბლს თითოეულ მანქანაზე, მაგრამ ამ ეტაპზე გადასვლას შეიძლება, დამატებითი 4 მილიარდი რუბლი დასჭირდეს.


„მოსკვიჩის“ ქარხანამ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე ფრანგულ კონცერნ Renault-ს ეკუთვნოდა, საბჭოთა ბრენდის მანქანების წარმოება 2022 წლის ბოლოს დაიწყო.


„უცხოელმა მფლობელმა გადაწყვიტა რენოს ქარხნის დახურვა. ეს მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ათასობით სამუშაო ძალა დარჩეს სამუშაოს გარეშე.“ - განაცხადა მაშინ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. „ამიტომ გადავწყვიტე, ქარხანა გადამეტანა ქალაქის ბალანსზე და განმეახლებინა სამგზავრო მანქანების წარმოება ისტორიული „მოსკვიჩის“ ბრენდის ქვეშ,“ განმარტავდა მერი. ავტომობილების დილერებში მოსკვიჩის ფასები 2,4 მილიონი რუბლიდან დაიწყო და მან 3,1 მილიონს მიაღწია.