ნორვეგიიდან გააძევეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც სამხედრო ობიექტს იღებდა

რუსეთის 40 წლის მოქალაქე დააჯარიმეს და გააძევეს ნორვეგიიდან მას შემდეგ, რაც მან სამხედრო ობიექტი გადაიღო. ამის შესახებ ნორვეგიის პოლიციამ 26 თებერვალს განაცხადა.

შემთხვევა ნორვეგიის ფინმარკის რეგიონში მოხდა. სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსი გადაღებას აწარმოებდა, ცნობილია, რომ აკრძალულია დრონების და ფოტოგადაღების გამოყენება. კაცი სამხედროებმა პარასკევს, 23 თებერვალს დააკავეს, შემდეგ კი, პოლიციას გადასცეს.


„დაკითხვისას კაცმა აღიარა, რო გადაიღო სამხედრო დაწესებულება და დათანხმდა ჯარიმასაც. საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით, იგი გააძევეს ქვეყნიდან,“ წერს მედია.

რუსეთის მოქალაქეს 5 წლით აეკრძალა ნორვეგიაში შესვლა. ნორვეგიელმა სამართალდამცველებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე იმის შესახებ, უკავშირდებოდა თუ არა ინციდენტი რუსული სპეცსამსახურების საქმიანობას თუმცა, როგორც ცნობილია, მსგავსი მცდელობები, ადრე ასე იყო კლასიფიცირებული. ბოლო თვეების განმავლობაში ნორვეგიის სადაზვერვო სამსახურები ღიად საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი შექმნას აგენტთა საკუთარი ქსელი ქვეყანაში.