საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
 
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი სომხეთის თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ირაკლი ჩიქოვანს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა მიულოცა.

„მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ხალხთა შორის მეგობრობა. თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს,“ წერს სამინისტრო.