27 თებერვალს, მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის - „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონული პრეზენტაცია გაიმართება. ჰიბრიდულ ღონისძიებას დაესწრებიან, როგორც საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წევრები, ასევე განვითარების პარტნიორები, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
რეგიონული ღონისძიება მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნება.
მსოფლიო ბანკის კვლევის ძირითად შედეგებს რეგიონულ ღონისძიებაზე განიხილავენ. ამ ღონისძიების მიზანია რეგიონული მიდგომის შემუშავება დერეფნის ოპერატიული ეფექტიანობის გაზრდისა და არსებული პრობლემების დასაძლევად.