- ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გერმანიამ რუსეთთან პატიმრების გაცვლაზე უარი თქვა
გერმანია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ არ არის დაინტერესებული, რომ FSB–ს ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, რუსეთს გადასცეს.
როორც მედია წერს, კრასიკოვის შესაძლო გაცვლა "ნაკლებად სავარაუდო" გახდა, რადგან ბერლინი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, იტყობინება FT-ის წყარო გერმანელი ოფიციალური პირებიდან.
კანცლერ ოლაფ შოლცის სპიკერმა სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გამოცემის სხვა წყაროებმა განაცხადეს, რომ ბოლო კვირებში დისკუსიები მიმდინარეობდა ნავალნის, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილისა და Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე. იგეგმებოდა ამ პირების გაცვლა კრასიკოვზე, მაგრამ ნავალნის გარდაცვალების შემდეგ ბერლინმა გარიგებაზე უარი განაცხადა.