26 თებერვალს გერმანიის მთავრობამ, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტვირთის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა.
დახმარება საარტილერიო ჭურვებს, დრონებს, განაღმვის მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს.
ამ თვის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანია ემზადება უკრაინისთვის 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადასაცემად ემზადება.
გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია.