ზანგაზურის დერეფანი შუა დერეფნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას წელიწადში 8-10 მილიონ ტონამდე გაზრდის. ამის შესახებ ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ რაჰმან ჰუმმატოვმა განაცხადა, რომელიც საქართველოში შუა დერეფნის შესახებ რეგიონულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
მისი თქმით,„ აზერბაიჯანის განთავისუფლებულ რაიონებში ადგილობრივი და უცხოური კომპანიების მონაწილეობით ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.“
„კიდევ ერთი პრიორიტეტული პროექტია აღმოსავლეთ ზანგაზურის ეკონომიკური რეგიონიდან თურქეთამდე სატრანსპორტო კომუნიკაციის შექმნა. ეს კავშირი შექმნის დიდ შესაძლებლობებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარებისთვის და იქნება შუა დერეფნის ნაწილი,“ აღნიშნა ჰუმმატოვმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ზანგაზურის დერეფანი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების დროს.
„გაიზრდება წლიური სატრანზიტო შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ შუა დერეფნის სრული პოტენციალი და მისი, როგორც ვაჭრობის სასიცოცხლო არტერიის უწყვეტი წარმატება იყოს უზრუნველყოფილი,“ აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
„გასული ორი თვის განმავლობაში ჩინეთიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტით ბლოკის 13 მატარებელი გაიგზავნა და მიღებული ზომების შედეგად, ამ კონტეინერებს საქართველოს პორტებში მხოლოდ 12 დღე დასჭირდათ, მანამდე კი, 40-50 დღე სჭირდებოდათ,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.