უკრაინა კიდევ ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი მიკოლა ოლეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი SU-34-ის ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.

„მინუს კიდევ ერთი Cy-34 აღმოსავლეთის მიმართულებით. გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტებისთვის თავის არიდება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება!

ამიტომ, ოკუპანტებს ვურჩევ ყოველი ფრენის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, ახლობლები მოინახულონ, რადგან ვინ იცის, ამჯერად გაუმართლებთ თუ არა," - დაწერა ოლეშჩუკმა სოციალურ ქსელში.

21 თებერვალს გავრცელებული ცნობით,უკრაინამ ერთი კვირის განმავლობაში მეშვიდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა.