ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა.

ზელენსკი პრინც მუჰამად ბინ სალმან ალ-საუდის შეხვდება, რათა რეგულარული დიალოგი გააგრძელოს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიზიტისას მთავარი თემა - „მშვიდობის ფორმულა“ იქნება.

„გასულ წელს ჯიდაში მის რეალიზაციაზე მრჩევლების დონეზე შედეგიანი შეხვედრა ჩავატარეთ. ახლა პირველი მშვიდობის სამიტის ჩატარებას მივუახლოვდით და საუდის არაბეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს,” - წერს ზელენსკი სოციალური ქსელში.


ასევე იგეგმება ომის ტყვეებისა და იძულებით დეპორტირებული უკრაინელების დაბრუნების საკითხის განხილვა. ასევე, განხილული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები და უკრაინის აღდგენაში საუდის არაბეთის მონაწილეობა.

„საუდის არაბეთის ლიდერობამ უკვე შეუწყო ხელი ჩვენი ხალხის დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც მოიტანს შედეგებს,” - წერს ზელენსკი.