გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემმა Hessen-მა წითელ ზღვაში, იემენში მოქმედი ჰუსიტების დაჯგუფების თავდასხმა წარმატებით მოიგერია. ამის შესახებ სააგენტოები dpa და AFP იუწყებიან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მათი ინფრმაციით, 27 თებერვალს, გერმანულმა გემმა ორი საჰაერო სამიზნე გაანადგურა.
გერმანიის პარლამენტმა შეიარაღებულ ძალებს 24 თებერვალს მისცა ევროკავშირის მისიაში Aspides-ში მონაწილეობის მანდატი. ეს მისია მიზნად ისახავს წითელ ზღვაში, ჰუთების თავდასხმებისგან სამოქალაქო გემების დაცვას. ოპერაციაში ჩაერთო გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი Hessen-ი, რომელზეც 240 სამხედრო იმყოფება.
უკვე რამდენიმე თვეა, წითელ ზღვაში ჰუთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებენ აშშ და დიდი ბრიტანეთი.